25-06-2023
ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.
,,მთაწმინდის პარკში ჩატარდა თბილისის თაფლის ფესტივალი, რომელიც დარგის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ქართული თაფლის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ ბაზარზე. ქართული თაფლი დღითიდღე მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე; აღსანიშნავია, რომ მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ ექსპორტზე გატანის კუთხით.’’ აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური თაფლის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრზე პოპულარიზებაა.
თაფლის ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით. ღონისძიება მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი.