26-06-2023
დავით ქართველიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მიმოიხილავს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის „აყირავებას“ გეგმავენ.
„როდესაც შედიხარ ქვეყნის „აყირავების“ ოპერაციაში, „ფრანკლინის კლუბის“ შვილობილ თუ მეკავშირე ორგანიზაციების როლისა და ადგილის განხილვის სფეროში - გესმის ამოცანის სირთულე იმ თვალსაზრისით, რომ ვინმე არ გამოგრჩეს, არა და ყველას კი ვერ ჩამოთვლი. თუმცა ძირითად აქტორებს მაინც უნდა შევეხოთ - ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი „ანტიგმირების“ ვინაობა. სანამ ამის შესაძლებლობას სოციალური ქსელები იძლევა, ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის გაუქმება/ბლოკირებამდე.
დავიწყოთ ორგანიზაციიდან - „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისათვის“, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე. ის ქმნის თავის სკოლებს, მისი დამფუძნებელი არის ილია მეშვილდიშვილი, რომელიც 2021 წლის შემდგომ იმყოფება ა.შ.შ.-ში. როგორც ორგანიზაციის ფეისბულიდან დგინდება, მისი წევრები ესწრებოდნენ მარტის აქციას და შესაძლოა თავისუფალი/აგრარული უნივერსიტეტებიდან მონაწილეთა მანდ გაყვანის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ მეშვილდიშვილი ყოფილიყო.
ორგანიზაციის ადგილობრივი კოორდინატორი მარიამ ბერძენიშვილი, არის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და Future Diplomats' Club/მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი-მასწავლებელი. ცალკეული აქტივისტების დონეზე შეგვიძლია გამოვყოთ საბა ჯაჯანიძე („ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი), რომელიც ასწავლის სტუდენტებს ციფრული პროექტების მართვას, პარალელურად კითხულობს ლექციებს ილიას უნივერსიტეტში. ასევე გია ჯაფარიძე („ფრანკლინის კლუბის“ ლექტორი, ორიენტირდება საერთაშორისო მიმართულებაზე, პარალელურად დასაქმებულია: საქართველოს უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი და "GIPA") - არის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად განწყობილი აქტივისტი. ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი რეზი თოფურია - „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თავის მეგობარ გიორგი მელაშვილთან ერთად „ფარავს“ თავისუფალი უნივერსიტეტის „დიპლომატთა სკოლას“, სადაც „ფრანკლინის კლუბის“ მსგავსად, ქმნის ჯგუფებს და ზემოქმედებს სტუდენტებზე. ასევე ჩვენი ძველი ნაცნობი ალექსანდრე ზიბზიბაძე - „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც “ფარავს“ საქართველოს უნივერსიტეტს, სადაც მას აქვს პროექტი „იდებატე“, რომელიც შეიქმნა „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ბაზაზე და მასში ინტეგრირებული არიან „ფრანკლინის კლუბის“ თანამშრომლები (ორგანიზაციას ასევე შექმნილი აქვს ფეისბუკ გვერდები). ასევე, გიორგი ეკალაძე - „ფრანკლინის“ და „საქართველოს მომავლის აკადემიის“ კურსდამთავრებული (ახლო კონტაქტი: ალექსანდრე ზიბზიბაძე, რევაზ თოფურია, ალექსანდრა შალამბერიძე, გიორგი გოგოლაძე, მარია დარჩიევი, ვატო ჯავახიშვილ და სხვა ფრანკლინელები).
არის წარმატებული სტუდენტი, ირიცხება ასევე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე (12 მარტს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი). მარინე კაპანაძე - „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, 2013 წლიდან დასაქმებულია „დემოკრატიულ ინიციატივაში“, თავისუფალ და საქართველოს უნივერსიტეტებში, მიმდინარე წლის იანვრიდან, იმყოფება ა.შ.შ.-ში, თუმცა ხსენებული ორგანიზაციებიდან ანაზღაურება დიდი ალბათობით, მაინც ერიცხება. ცნობილია, როგორც რადიკალურად, ოპოზიციურად განწყობილი პირი, ასევე, გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის ფანატიკური მხარდაჭერით.
ფეისბუკ-პლატფორმა Enigma Media, რომლის შემქმნელია „ფრანკლინის კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი სანაია. მის მიერ შექმნილ პლატფორმას აქვს ამ ეტაპზე მხოლოდ 5000-მდე გამომწერი (პოპულარიზაციის პროცესში არიან), თუმცა 4 იანვარს კახი კალაძეზე გაკეთებულ ვიდეორგოლს, რეკლამის გარეშე აქვს 120 000 ათასი ნახვა. მათ ჰყავთ ჟურნალისტები და საჭირო აპარატურა, ჯერჯერობით არიან განვითარების პროცესში, თუმცა მმართველ პარტიაზე თავდასხმა დაიწყეს ჯერ კიდევ იანვრიდან, მარტის აქციებამდე დიდი ხნით ადრე. რა გაეწყობა და ცოტა ხანში კვლავ გავაგრძელოთ, რამე თუ ბევრნი არიან...“, - წერს დავით ქართველიშვილი.