გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა ოქრიაშვილი: საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს

26-06-2023

პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო  სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს.ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა.  ეს ბუნებრივია - კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ ჰყავს!- ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში

500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ირაკლებს. რატომ?! იმიტომ, რომ ასეთივე კორუმპირებული, შიშსა და ტყუილზე დაფუძნებული სისტემა ააგეს!

 

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება" - აცხადებს ოქრიაშვილი.