« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
26-06-2023
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დევიდ ვან უილთან შეხვედრა გამართა.
ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას – გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დევიდ ვან უილს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობას საერთო უსაფრთხოების გამოწვევებისა და ნატო-ს პრიორიტეტების შესაბამის კვლევით საქმიანობაში. მინისტრის თქმით, ეს პროგრამა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს წამყვან მეცნიერებთან ერთად იმუშაონ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე. გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ NATO-ს პროგრამით „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ არაერთი ქართველი მკვლევარი უკვე დაინტერესებულია.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ნატო-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS)ფარგლებში, ნატო-საქართველოსსამეცნიერო დიალოგის ფორმატის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.ნატო-სა და საქართველოს შორის სამეცნიერო დიალოგის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდა.