გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ ჰაერდაცვითი ვალდებულებების შესრულების შედეგები გააცნო

26-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ ჰაერდაცვითი ვალდებულებების შესრულების შედეგები გააცნო.


ქალაქ რუსთავის სამოქმედო გეგმა სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირებისკენ იყო მიმართული; საერთო ჯამში, გეგმის აქტივობები 87%-ით შესრულდა. განხორციელებულ ღონისძიებებს შორის იყო 2021 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ამოცანა სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენცია და შემცირებაა, ასევე საწარმოო პროცესის უკეთესი ზედამხედველობა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვით გზით.


დღეს არსებული მდგომარეობით, ქალაქ რუსთავში უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგს26 საწარმო ექვემდებარება. 15 მოქმედი საწარმოდან 12 საწარმოს უკვე აქვს თვითმონიტორინგის ხელსაწყო სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული, ხოლო 3 საწარმო მონტაჟის/ტესტირების პროცესშია.


2020-2022 წლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მხოლოდ ქალაქ რუსთავში,  108 რეგულირებისობიექტის 165 ინსპექტირება განხორციელდა. გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის 27 ობიექტს, 35 ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინა და განესაზღვრა კონკრეტული გამოსასწორებელი ღონისძიებები შესაბამისი ვადებით. 18 საწარმოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22 ოქმი შედგა თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობაზე. დეპარტამენტმა  დროებით საქმიანობა ქალაქ რუსთავში 5 ობიექტს შეუზღუდა.


„სამინისტროს თვითმიზანი არ არის საწარმოების დაჯარიმება, არამედ მთავარი მიზნის მიღწევაა, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის და, მათ შორის, აღნიშნული საწარმოს თანამშრომლებისთვის სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. სამინისტრო, ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდა კერძო სექტორთან, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და კონსულტაცია, მომზადდა თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგიც განახორციელა სამინისტრომ. ამ პროცესს დღესაც ვაგრძელებთ, რათა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად იქნას შესრულებული. მისასალმებელია, რომ ბიზნესის მხრიდანაც გვაქვს მზაობა, რაც გამოიხატება როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მართვის საშუალოვადიანი (2023-2025 წწ) გეგმისთვის. კერძოდ, კიდევ უფრო გაიზრდება საწარმოების ინსპექტირებების რაოდენობა და ცენტრალურ ზონაში წელიწადში, სულ მცირე, 200 ინსპექტირებაჩატარდება. იდენტიფიცირდებაგარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული ის საქმიანობები, რომლებიც დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და მათთვის დადგინდება კონკრეტული, სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებები მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირების მიზნით. ამასთანავე, გაგრძელდება სხვა უკვე მიღებული რეგულაციების აღსრულება.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომას რუსთავის მერი, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.