გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი გაიმართა

27-06-2023

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი წმ. პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტისი სტორიისათვის. მოხსენება წაიკითხა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მაჭავარიანმა.

 

ეგვიპტელი მეუდაბნოე მამა, პავლე თებელი არის ერთ-ერთი იმ წმინდათაგან, რომელთა ხსენება დაიწყო ქართული ღვთისმსახურების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე (V-VI სს) და გრძელდება დღესაც.

 

მრავალთავებში დაცული პავლე თებელის „ცხოვრების“ ქართული კიმენური ვერსია, რომელიც ითარგმნა არაუგვიანეს VIII საუკუნისა, არის ბერძნული ორიგინალის ერთ-ერთი უძველესი თარგმანი.

 

„ცხოვრების“ ქართული ვერსიის კვლევისას გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო თავისებურება, რომელიც არ დასტურდება ბერძნულ წყაროში.

 

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აღნიშნული თავისებურებები, მათი მნიშვნელობა პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის და ამ წმინდანის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის.


სემინარს ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.