გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მოსულ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს

27-06-2023

დასრულდა თბილისის წიგნის რიგით 25-ე საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალზე მოსულ სტუმარს 4 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს.


გარდა ამისა ჩატარდა შეხვედრა მკითხველებთან.

 

საზოგადოებას ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნები წარუდგინეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა გრძელიშვილმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა თამარ ოთხმეზურმა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა ექვთიმე კოჭლამზაშვილმა, ისტორიკოსმა ავთანდილ უჯმაჯურიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი კალანდაძემ.

 

წარმოდგენილ წიგნებს შორის იყო: მრავალთავი, სერგიგორგაძე, თხზულებანი - 2, გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი კრებული „გჳრგჳნი“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, XII , XIII, ალმანახი „ჯავახიანი“ - 3.