გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ეწვია

27-06-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი.


სტუმარმა დაათვალიერა ცენტრის საცავები, საგამოფენო დარბაზი, მემორიალური კაბინეტები.


ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ მიიღო სრული ინფორმაცია, ცენტრის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, განიხილეს ცენტრის საცავებისთვის ახალი შენობის აგების, არსებული შენობის რეაბილიტაციის და ცენტრის სამეცნიერო მუშაობის პერსპექტივების საკითხები. ზაზა აბაშიძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს მრავალფეროვანი საიუბილეო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.