გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე: პალიმფსესტების გადაღების თანამედროვე ტექნოლოგიები

27-06-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე:

პალიმფსესტების გადაღების თანამედროვე ტექნოლოგიები (Modern Technologies inPalimpsestPhotography).

უძველესი ხელნაწერების მრავალსპექტრული 3D გადაღებისა და შემდგომი დამუშავების სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრა ფელიქს ალბრეხტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის SCHRIFT BILDER (ბერლინი, გერმანია) დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

 

დოქტორი ფელიქს ალბრეხტის კვლევის ძირითადი სფერო აძველი აღთქმა, მისი სხვადასხვაენოვანი ტექსტები. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი ამ სფეროში - სოლომონის ფსალმუნები, ბერძნული ტექსტი გერმანული თარგმანით (ThePsalmsof Solomon. Greek text together with German translation and complete register, Göttingen 2020 - ISBN: 978-3-525-57143-9), სიბრძნესოლომონისა (The Wisdom of Solomon. Translated and introduced by Felix Albrecht (Small Library of Ancient Jewish and Christian Literature), Göttingen 2015. - ISBN: 978-3-525-53464-9) და სხვა.

 

ძველი აღთქმის უძველესი ტექსტები ხშირ შემთხვევაში პალიმფსესტურ ხელნაწერებშია დაცული.

 

ასეთი ხელნაწერების კვლევის აუცილებლობამ განაპირობა ფ. ალბრეხტის ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პალიმფსესტური ხელნაწერების უძველესი, გადაშლილი, ხშირ შემთხვევაში, თითმის სულ დაკარგული ქვედა ფენები. ფ. ალბრეხტი უკვე 10 წელიწადზე მეტია მუშაობს პალიმფსესტური ხელნაწერების ამოკითხვის სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე და ამ სფეროში განსაკუთრებული მიღწევები აქვს - სრულად გამოავლინა უცხოეთის წიგნთსაცავებში დაცული რამდენიმე სხვადასხვაენოვანი პალიმფსესტური ხელნაწერის ქვედა ფენა.

 

პალიმფსესტურ ხელნაწერთა გაციფრება და ფოტოების შემდგომი დამუშავება ხანგრძლივი პროცესია.

 

ფელიქს ალბრეხტმა და მისმა კოლეგებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გადაიღეს ძველი აღთქმის ტექსტების შემცველი რამდენიმე პალიმფსესტური ხელნაწერი. ეს იყო პირველი ცდა, რის საფუძველზეც სპეციალისტები დაადგენენ, რომელი მეთოდი არის უფრო ეფექტური ამ პალიმფსესტების ქვედაფენების უკეთ წარმოსაჩენად. ხელნაწერების დამუშავებული ფოტოები შემდგომში გადაეცემა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.