გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, ალმანახ „ჯავახიანი“ მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართა

27-06-2023

23 აპრილს დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სოფელ ხოვლეში, მის სახლ-მუზეუმში, გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის ცენტრის მიერ გამოცემული ალმანახის „ჯავახიანი“ მესამე ტომის პრეზენტაცია.

 

გამოცემაში წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების შესახებ დაწერილი ნაშრომები, იმავე პერიოდში შექმნილი იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი სამეცნიერო ნაშრომები, პირადი წერილები და მთავრობის ოფიციალური დოკუმენტები.

 

"ალმანახი" წარადგინა მთავარმა რედაქტორმა დავით სართანიამ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ისტორიკოსები: ზაზა აბაშიძე, დავით ჭეიშვილი, ავთანდილ უჯმაჯურიძე, გეოგრაფი დალი ნიკოლაიშვილი, ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მენეჯერი მარინე კოშაძე, კასპის ვიცე-მერი ზურაბ კოპაძე.

 

გარდა ამისა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი.