გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თურქმენეთის ელჩი საქართველოში, დოვლეთ მურატმურატოვი ეწვია

27-06-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქმენეთის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი დოვლეთ მურატმურატოვი.

 

ელჩმა დაათვალიერა ცენტრის საგამოფენო სივრცე და გაეცნო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ აღმოსავლურ ხელნაწერთა კოლექციას.

 

შეხვედრაზე თურქმენეთის ელჩმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრეს თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელნაწერების ინსტიტუტთან ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობაზე და

სამომავლოდ ამ ინსტიტუტთან სათანადო მემორანდუმის გაფორმების გეგმებზე.

 

ზაზა აბაშიძემ ასევე, აღნიშნა, რომ თურქმენეთის ენის, ლიტერატურის და ხელნაწერების ინსტიტუტთან თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო იქნება და ხაზი გაუსვა ქართველი ხელნაწერთმცოდნე–აღმოსავლეთმცოდნეების დიდ დაინტერესებას თურქმენეთში დაცული სპარსულ-არაბულ-ოსმალური ხელნაწერი მემკვიდრეობისადმი.

 

საუბარს ესწრებოდნენ თურქმენეთის საელჩოს მეორე მდივანი ათამურატ ბალიბაევი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე.