გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი კახა ოქრიაშვილზე: მისივე სცენარი შემთხვევაში რას იზამს - იომებს, საზღვარზე გაიქცევა თუ მძღოლად დაუდგება რუს გენერლებს?

27-06-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში კახა ოქრიაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს.“


ნიკოლეიშვილი მოუწოდებს ოქრიაშვილს, წავიდეს უკრაინაში და აჩვენოს საზოგადოებას გმირობის მაგალითი. ექსპერტი სვამს კითხვას, იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში, რაც ოქრიაშვილმა აღწერა, თავად როგორ მოიქცევა.


„ამან სად და ვისთან იომა სამშობლოს დასაცავად, ვინმე თუ იცით მაცნობეთ! ისე მაგრად მაინტერესებს ვის უფრო გულშემატკივრობდა პუტინს თუ პრიგოჟინს ? მისივე სცენარი შემთხვევაში რას იზამს -იომებს, საზღვარზე გაიქცევა თუ მძღოლად დაუდგება რუს გენერლებს? გული ხომ შეტკივა, აგერ უკრაინაში ომია, და წადით იომეთ, გვანახეთ ვაჟკაცობა და გმირობა !“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.