გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა კახა ოქრიაშვილზე: რაის ევროპა და დასავლეთი, რუსეთზე აქვს ვნება და იმ სულელის დროს მისტირის... ეყოფა რაც გაყვლიფა ქართველი ხალხი

27-06-2023

ეს ვინც ყოფილა კი ვიცოდით, მაგრამ ასეთი გადაფსიხება თუ შეეძლო არ მეგონა. ორჯერ მივუწერე ამ სტატუსზე კომენტარი და ორჯერვე წაშალა, სხვები აგინებენ, ის დატოვა და ჩემი, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის უხამსი, წაშალა, ეტყობა მოხვდა შიგ მიზანში - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოში „500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის შემოჭრაზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ასეთი სცენარის არსებობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს არავინ დაიცავს.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, კახა ოქრიაშვლს ეყოფა რაც გაყვლიფა ქართველი ხალხი, ახლა დრო მოვიდა იმუშაოს კანონის სრული დაცვით. მისივე თქმით,რაც შეეხება ბიძინას და ორივე ირაკლის, მაგაზე ნუ იდარდებს, საკუთარ თავზე იფიქროს.


"ეს ვინც ყოფილა კი ვიცოდით, მაგრამ ასეთი გადაფსიხება თუ შეეძლო არ მეგონა. ორჯერ მივუწერე ამ სტატუსზე კომენტარი და ორჯერვე წაშალა, სხვები აგინებენ, ის დატოვა და ჩემი, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის უხამსი, წაშალა, ეტყობა მოხვდა შიგ მიზანში. ახლა აქ განვმეორდები: გაგიჟებულია, მიადგნენ მის ბიზნესს, დამთავრდა ის დრო, როცა "გულაობდა" იმ სულელის მობრუნებაც იმიტომ უნდა, რომ ისევ ისე გაწეწოს მოსახლეობა, მან სხვანაირი მუშაობა არ იცის, ეს რუსული მეთოდია ბიზნესის წარმოების, რაც მან იცის.


რაის ევროპა და დასავლეთი, რუსეთზე აქვს ვნება და იმ სულელის დროს მისტირის. ეყოფა რაც გაყვლიფა ქართველი ხალხი, ახლა დრო მოვიდა იმუშაოს კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება ბიძინას და ორივე ირაკლის, მაგაზე ნუ იდარდებს, საკუთარ თავზე იფიქროს" - წერს ფოჩხუა Facebook -ზე.