გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: როცა ოპონენტების მხრიდან ვრცელდებოდა ტყუილები, ჩვენ ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას და საბოლოოდ, ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება

27-06-2023

თავიდანვე ვთქვით რა არის ჩვენი პოლიტიკა. ერთი რომ სანქციებს არ ვაწესებს, მაგრამ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება, რაც ყველა პარტნიორმა დაადასტურა.


„ყოველ ჯერზე, როცა ოპონენტების მხრიდან ვრცელდებოდა ტყუილები, ჩვენ ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის ფაქტი. ჩვენ ყველა კითხვაზე ვპასუხობთ ფაქტებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.