გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლანჩხუთის მერი მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო

27-06-2023

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის  მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრნენ. 

 

მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში: ხაჯალიაში, არჩეულში, ნიგვზიანში, ჩანჩეთში, ჯურუყვეთში, ეწერში, ბაღლეფში, ჯიხანჯირში, შრომისუბანში, ჩოჩხათში, მოედანში, ხორეთში, კოკათში, გულიანში, ნინოშვილსა და ყელაში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის თანახმად  ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 778 მოსახლე შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.