გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძემ UNECE - ის ვაჭრობის შესაძლებლობებისა და სტანდარტების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

27-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე UNECE - ის (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია) ფარგლებში ვაჭრობის შესაძლებლობებისა და სტანდარტების კომიტეტის (Steering Committee on Trade Capacity and Standards) შეხვედრაში მონაწილეობს.


თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ვაჭრობის ძირითად ტენდენციებზე, ლიბერალურ სავაჭრო კანონმდებლობასა და ეფექტიან საბაჟო რეგულაციებზე. გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ გაატარა ან ახორციელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა. „ჩვენ სტიმულს ვაძლევთ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტებისა და პროგრამების გამოყენებით. მათ შორისაა, სამეწარმეო უნარების სრულყოფა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და სხვ." - განაცხადა გენადი არველაძემ. მან ასევე ისაუბრა რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ მექანიზმზე, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო მეწარმეებს მათზე მორგებულ მხარდაჭერის მექანიზმებსა და სერვისებს სთავაზობს. მინისტრის მოადგილის ცნობით, აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრები უზრუნველყოფს სამ ძირითად სერვისს: ინფორმაციის მიწოდებას, ბიზნეს უნარების გაუმჯობესებას და კონსულტაციას.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და დივერსიფიკაციაში, ასევე საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში.


გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სწავლების პლატფორმის ელექტრონული აკადემიის შექმნაზე, რომელიც მოემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესს სტანდარტიზაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში. მისი თქმით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გააფორმა მემორანდუმები რამდენიმე უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩასატარებლად.


მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით გატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, რომელთა მიზანი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ვაჭრობის ხელშეწყობაა.


დასასრულს, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა UNECE-ს გუნდს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისთვის და გაგრძელდება მუშაობა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის გასაძლიერებლად რეგიონალურ და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში შემდგომი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფის მიზნით.