გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვახტანგ ხმალაძე: 2012 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ შეეშვით მოსამართლეებს, რადგან თუ თქვენ არ ჩაერევით მათ საქმიანობაში, ისინი თანდათანობით იგრძნობენ თავის თავისუფლებას და აღარ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას

27-06-2023

იყო საუბარი იმაზე, რომ შეეშვით მოსამართლეებს, რადგან თუ თქვენ არ ჩაერევით მათ საქმიანობაში, ისინი თანდათანობით იგრძნობენ თავის თავისუფლებას და უკვე აღარ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას - განაცხადა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.


ხმალაძე იხსენებს 2012 წლის ბოლოს, ან 2013 წლის დასაწყისში, ვენეციის კომისიის დელეგაციის თბილისში ვიზიტს, რომლის დროსაც იყო მსჯელობა რეფორმაზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე და გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე, მათ შორის შეუთავსებლობაზე, რომ სასამართლო ხელისუფლებაში თანამდებობის პირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მისი თქმით, ამ ცვლილებების წინააღმდეგი ვენეციის კომისიის წარმომადგენლები იყვნენ,


„იმიტომ, რომ თქვენ რომ მოხვედით ასეთი იყო თამაშის წესებიო“. შეკითხვაზე - არის ინფორმაცია, რომ როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კატეგორიული მოთხოვნა იყო დასავლეთიდან, რომ მოსამართლეებს არ უნდა შეხებოდა ხელისუფლება და არ უნდა ჩარეულიყო სასამართლო სისტემაში, ვახტანგ ხმალაძე პასუხობს - დიახ.


„პოლიტიკური ხელისუფლება არ უნდა ჩარეულიყო, მეტსაც გეტყვით, რის მონაწილეც თავად გახლდით. ეს იყო 2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი, როდესაც თბილისში ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია და გვქონდა მსჯელობა რეფორმაზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე და გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე, მათ შორის შეუთავსებლობაზე, რომ სასამართლო ხელისუფლებაში თანამდებობის პირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ასეთები იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.


ვენეციის კომისიის წარმომადგენლები იყვნენ ამ ცვლილებების წინააღმდეგი, იმიტომ, რომ თქვენ რომ მოხვედით ასეთი იყო თამაშის წესებიო. ახლა სანამ ის ადამიანები ვინც ამ თამაშის წესებით გახდნენ იუსტიციის საბჭოს წევრები, მათთვის არ იქნება სწორი და სამართლიანი მათი გადაყენება ამ თანამდებობიდან და სხვა თამაშის წესების მიხედვით არჩევა. მე შემიძლია ვიმსჯელო იმაზე, რისი უშუალო მონაწილეც ვიყავი.


ჩემგან არც ამერიკიდან, არც ევროკავშირიდან არავის არასოდეს არაფერი მოუთხოვია. იყო ზოგადი საუბარი იმაზე, რომ შეეშვით მოსამართლეებს, რადგან თუ თქვენ არ ჩაერევით მათ საქმიანობაში, ისინი თანდათანობით იგრძნობენ თავის თავისუფლებას და უკვე აღარ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას. მოთხოვნის სახე არ ჰქონდა, არც რეკომენდაციის, უბრალოდ ამბობდნენ, რომ არ არის საჭირო ხელის ხლება. მთავარია, პოლიტიკური ხელისუფლება არ ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში, მაგრამ გაგიგიათ ალბათ ქართული ანდაზა, ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო. მათზე გაცილებით უკეთ, გინდ ევროპელზე, გინდ ამერიკელზე, ვიც გინდა იყოს, აქ რა ვითარებაა, რა კავშირებია, რა ურთიერთობებია, რა მუშაობს, ჩვენ უფრო კარგად ვიცით დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.