27-06-2023
„მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს - დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ "რუს გლეხებს" საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით "სკანდალის" შექმნა“-წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
„ეს მდაბიო ოპოები და მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი "მედია საშუალებები" ის რუსი გლეხები არიან, რომლებზეც ალექსეი ტოლსტოი "მეფე პეტრე პირველში" წერდა - რუსი გლეხი რომ დაინახავს მისმა მეზობელმა კარგი სახლი აიშენა, მაშინვე ჩივილს დაიწყებს და თუ ვერაფერს მიაღწია, ეცდება გადაუწვას.
მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს - დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ "რუს გლეხებს" (მე არაფერ შუაში ვარ.
გრაფმა ტოლსტოიმ დაგარქვათ) საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით "სკანდალის" შექმნა. ის რომ დენდროპარკის მოვლას და გამდიდრებას უზარმაზარი შრომა და ფინანსები სჭირდება და ამას მფლობელი საკუთარი ხარჯებით აკეთებს (არანაირი ბიუჯეტი, არანაირი გრანტი. საკუთარი ხარჯებით უვლის) აღარაფერს ვამბობ. ჰო მართლა დენდროპარკის მშენებლობის პერიოდში ოპოებმა ხე რომ იყიდეს შეშად დაჭრეს, თუ თურქეთში გაყიდეს ხომ არ იცით?“-წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.