გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძე: დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება, იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს

27-06-2023

დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, დღის წესრიგში ისეთი თემები შემოიტანოს, რაც საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას იწვევს.


„მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავისთავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას.


მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდირებას და არ მისცემს შესაძლებლობას ხელმოცარულ ოპოზიციას, დააზიანოს ჩვენი მომავალი და ხვალინდელი დღე.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.