გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს, ეომებიან ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით, მგონი, მედიამაც და საზოგადოებამაც თავის დამოკიდებულება უნდა აჩვენონ

27-06-2023

ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.


„პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, მათ, უბრალოდ, საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რაიმენაირად დააზიანონ ხელისუფლება, იმას არ ფიქრობენ, რომ ქვეყანას აზიანებენ.


რაც შეეხება ფაქტებს, დოკუმენტებს ან ეჭვებს, არ არსებობს არცერთი, არსებობს მხოლოდ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც იყენებს ოპოზიცია, იგონებს.


გაიხსენეთ, მაგალითად, პარტია „დროას“ ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია. რვა თუ ათამდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც ყოველ ჯერზე უბრალოდ გამოდიოდა, ამბობდა ტყუილს, საქართველოს აბრალებდა რაღაცებს, დასტურდებოდა რამდენიმე საათში, რომ ეს იყო ტყუილი, და ეს ადამიანი დღესაც ურცხვად, კიდევ ერთხელ საუბრობს და თქვენი რესპონდენტიც არის ხოლმე. საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ჰიბრიდული ომის ტაქტიკით ეომებიან საკუთარ ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით და ერთხელ, ხუთჯერ, შვიდჯერ და რვაჯერ რომ ჩაატარებენ ბრიფინგს და რვაჯერ მოიტყუებიან, მე მგონი, მედიამაც და საზოგადოებამაც თავიანთი დამოკიდებულება უნდა აჩვენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.