გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერიაში 5 სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

1-12-2017

ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსებმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას თქმით, თითოეულმა მათგანმა საკუთარი სურვილით განცხადებები მერად გიორგი ჭიღვარიას მოსვლის შემდეგ დატოვეს.

"სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირადი განცხადების საფუძველზე დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ. აქედან, დაკმაყოფილდა 5 განაცხადი, ხოლო, ამ ეტაპზე, გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილებულა ადმინისტრაციული, კულტურის, სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი პირების განცხადებები,"- განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ.

თანამდებობები დატოვეს საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის , ეკონომიკური განვითარების, ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების , კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის, საბინაო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამსახურების ხელმძღვანელებმა.

წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"