გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ესტონეთის პრეზიდენტმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

27-06-2023

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წყვილებსაც ექნებათ უფლება, კანონიერად იქორწინონ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 


„ასეთი რთული გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს და პასუხი აგოს მათზე. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ამოცანაა კონსტიტუციის დაცვა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 


20 ივნისს ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის პარლამენტმა მიიღო.


თავდაპირველად კანონს ულტრანაციონალისტური პარტია EKRE ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.


2023 წლის მდგომარეობით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაკანონდეს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სლოვენიასა და კუბაში.

ისრაელი ასევე აღიარებს ერთნაირი სქესის პირთა მიერ საზღვარგარეთ გაფორმებულ ქორწინებებს.