გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: მსჯავრდებულმა უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, არ მგონია, სააკაშვილის როლი პოლიტიკაში რაიმე დადებითს მოიტანს

27-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, პირველ რიგში, სასჯელი უნდა მოხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული.


პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება.


შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში დადებითის მომტანი ვერ იქნება.


„ვფიქრობ, მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, მათ შორის სასჯელსა და მონანიებაზე. არ მგონია, მისი როლი, მათ შორის პოლიტიკაში, რაიმე დადებითს მოიტანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.