28-06-2023
ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) დაიწყო.
პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას. აშენდება ღია და დახურული სავაჭრო ფართები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ურბანსინერგი“ახორციელებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 1 411 734 ლარს შეადგენს.