გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველო მე-5 ადგილზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდებით მშპ-სთან

28-06-2023

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის საქართველო ტოპ ხუთეულშია.


შესაბამის რეიტინგს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმედია ჰოლდინგის, Financial Times-ის ჯგუფის წევრი fDi Intelligence, Greenfield FDI Performance index-ში აქვეყნებს.


ამასთან, წლევანდელ რეიტინგში საქართველომ პოზიციები 20 ადგილით გაიუმჯობესა.


ინდექსის თანახმად, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, საქართველომ პროექტების რაოდენობით რეკორდული ზრდა დააფიქსირა და არსებული მაჩვენებელი გააოთხმაგა.


აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, რამაც 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Greenfield FDI Performance ინდექსს კოსტა რიკა ლიდერობს, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სერბეთის მოსდევს. ინდექსში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა და სინგაპური.