გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

28-06-2023

ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ სინე რაცომ უმასპინძლა.


განათლებისა და მეცნიერების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს სრული ჩართულობის გაძლიერების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის დაფუძნებაში შეტანილი დიდი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ინტერნაციონალიზაციის კუთხით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის ხელშეწყობა მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესების საკითხს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ინიციატივას ახორციელებს.


თავის მხრივ, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერებისა და კვლევების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.