გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტატუნაშვილების ოჯახს სტრასბურგში სარჩელი შეაქვს

22-08-2018

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს. 
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა იქნება. 
ამავე ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ტატუნაშვილს სხვადასხვა წამების მეთოდის გამოყენებით მოუსპეს სიცოცხლე. 
"გამოყეებულ იქნა სხვადასხვა წამების მეთოდი, მათ შორის სასტიკი ცემა არაერთჯერადი დარტყმებით, ფოკუსირებული დარტყმები სხეულის მთელ მიდამოში. დგინდება თავის ქალას ტრამვაც, კიდევ სხვა მეთოდები, როგორიცაა არაფიზიოლოგიური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტატუნაშვილი შებოჭილი და დაფიქსირებული იყო წამების დროს,"-განაცხადა ჯიშკარიანმა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თამარ ავალიანის თქმით, საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლზე დაყრდნობით არის შედგენილი და მასში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტორებზე, რითაც ადამიანის უფლებები დაირღვა. 

"საჩივარი შედგენილია კონვენციის რამდენიმე მუხლზე დაყრდნობით. ეს არის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება. ის, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასტიკად ნაწამები, არაერთი მტკიცებულებით, ექსპერტიზების დასკვნით დასტურდება. დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რამაც შედეგად მისის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,"-განაცხადა ავალიანმა. 

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მკვლელები აუცილებლად და სათანადოდ დაისჯებიან. 
"ასე არაადამიანურად რომ აწამეს ჩემი შვილი, პასუხი ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს. დიდი იმედი მაქვს, მკვლელებს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს სტრასბურგის სასამართლო. აბსურდია, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა აცხადებს, თითქოს და ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემს შვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, სასტიკად აწამეს,"- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.