გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!

28-06-2023

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

 

,,ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს! ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი, როგორც ჰუმანიზმის იდეა, საუკუნეების მანძილზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა. მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის,” - წერს შალვა პაპუაშვილი.