გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაია ბითაძე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა

28-06-2023

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი, სადაც მეპატრონეს შესაძლებლობა ექნება ძაღლი საბელის ან ალიკაპის გარეშე ყავდეს.

 

როგორც მაია ბითაძე განმარტავს, ძალაში რჩება საბელის ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის გამოყენება.

 

,,საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

 

ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა. ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის, ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე კი, პასუხისმგებლობა მკაცრდება.

 

ხაზგასასმელია ფაქტი, რომ ძალაში რჩება საბელის, ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი - ან საბელი, ან ალიკაპი. მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში, ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების, ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

 

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ, ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა,’’ - წერს მაია ბითაძე.