გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული და ქართული სამართალი გვერდით გადადო და ანაცვალა საკუთარი შვილების კეთილდღეობას

28-06-2023

„სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, რომელიც გაეროს ოფისის რიგითი თანამშრომელი იყო, პირდაპირ ელისეს სასახლეში მოხვდა, ხოლო მისი ქალიშვილი, რომელიც იყო ამერიკული არხის სპორტული რეპორტიორი, დღეს არის თეთრი სახლის საგარეო პრესის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაიწყო ანტისამთავრობო განცხადებები, მას ეს დაუფასდა“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია სხვების დავალებით შეიწყალა, რაც მომენტალურად აისახა მისი შვილების თანამდებობრივ დაწინაურებაზე.

 

„22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს და ჩემთვის აღიარებაც იყო, როდესაც თქვა, მანამდე იმიტომ არ მოვაწერე ხელი, რომ სამართლებრივი პროცედურების დასრულებას ველოდებოდიო, რაც ცალსახად არის ტყუილი. გამოდის, რომ ის ელოდებოდა უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის არმიღებას, რაც ტყუილია. ვიოლა ფინ კრამონმა ის ამხილა, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჯერ კიდევ 31 მაისს იცოდა.

 

საინტერესოა, რეალურად რა მოხდა. ჩემი აზრი არის ასეთი: გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სურვილი იყო ნიკა გვარამიას შეწყალება, მაგრამ ასევე იგი ასრულებდა ვიღაცის დავალებას და ელოდებოდა ამის დროს. ეს დრო დადგა 22 ივნისს. სალომე ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული და ქართული სამართალი გვერდით გადადო და ანაცვალა საკუთარი შვილების ინტერესს. ესეც ფაქტებით დასტურდება.

 

მისი ვაჟი, რომელიც გაეროს ოფისის რიგითი თანამშრომელი იყო, პირდაპირ ელისეის სასახლეში მოხვდა, ხოლო მისი ქალიშვილი, რომელიც იყო ამერიკული არხის ჩვეულებრივი სპორტული რეპორტიორი, დღეს არის თეთრი სახლის საგარეო პრესის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაიწყო ანტისამთავრობო განცხადებები, მას ეს დაუფასდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ და რომლებმაც, სამწუხაროდ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება შეაფასეს, როგორც პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი საშუალება და ამ მხრივ საქართველოს წინ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ვის სჭირდებოდა ნიკა გვარამია და რა საჭირო იყო მისი შეწყალება.

 

ეს გახდა აუცილებელი, რადგან ყველამ ვიცით, რომ 2024 წელს მოდის არჩევნები, ოპოზიციური სპექტრი განულებული და გაკოტრებულია ამათ სჭირდებათ მაკონსოლიდირებელი ადამიანი, რომელსაც გარკვეული ფორმალური გავლენა მაინც ექნებოდა ოპოზიციაზე და ასეთი ფიგურა მოიძებნა ნიკა გვარამიას სახით. პრეზიდენტმა ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნებას. მე არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვარამია ციხიდან გათავისუფლების პირველივე დღიდან ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში და ვაგნერის ერთ-ერთ გულმხურვალე მხარდამჭერად მოგვევლინა, ვფიქრობ, მისი პოლიტიკური უნარები უკვე დაჩლუნგებულია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.