გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შვიდი წლისაა

29-06-2023

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან შვიდი წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება DIB სკოლაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სკოლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ქსელის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, რაც ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.


სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ კი, სკოლის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა.


ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის უწყებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს შეიქმნა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.