ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად კი 9 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორი მოქალაქე უკვე გაეწერა კლინიკიდან, დანარჩენებს უტარდებათ კვლევა და სავარაუდოდ მალე ისინიც გაეწერებიან სახლში.
„ამ დროისათვის ორი მოქალაქე უკვე პირველადი კონსულტაციის შემდგომ გაწერილია სახლში. დანარჩენები მონიტორინგის ქვეშ დაკვირვებას და კვლევებს აგრძელებენ, სერიოზული დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. დაშავებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კონსულტაციის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ყველა მათგანი დღესვე დაწესებულებებს დატოვებს“-განაცხადა მიქელაძემ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.