გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

29-06-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს კის სვენდსენს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და APM Terminals-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.


საუბარი შეეხო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც APM Terminals-ის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


შეხვედრას APM Terminals Poti-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.