გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

29-06-2023

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.