30-06-2023
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში მარანის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას ახორციელებს (ექსპედიციის ხელმძღვანელი-თამარ შალიკაძე).
გათხრების დროს ერთ რიგად ჩალაგებული სამი დაზიანებული ქვევრი დაფიქსირდა, რომელთა დიდი ნაწილი გადარჩენილია, ნაწილი კი, პირ-კედლის ფრაგმენტების სახითაა დაცული. თითქმის ყველა მათგანი დაფარულია სამკაულით და განეკუთვნება რელიეფური ჭდეებით შემკული იმპორტული ქვევრების ტიპს.
წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტში 130 00 ლარია გათვალისწინებული