გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რა ქონებას ფლობს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი

22-08-2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯია-ს“ - 49% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს "ფიმა ჯორჯია-ს“ - 50% წილის და შპს „აერკომპანი-ს“ - 16.34% წილის მფლობელია. მათივე ცნობით, მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გუბერნატორს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში“ დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აქამდე ალექსანდრე მოწერელია „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

რადიო "ათინათი"