გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი მთის კანონზე: საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ, 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის

30-06-2023

შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.


„ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გრძელდება პენსიების ზრდა. პენსიის ინდექსაციის წესი შემოღებული არის და მოგეხსენებათ, რომ შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი. ასევე 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.


მთის კანონზე მინდა აღვნიშნო, რომელიც საკმაოდ ეეფქტიანად მუშაობს. საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ, 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.