გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში თბილისის ქუჩისა და თბილისი-წითელი ხიდისკენ მიმავალ მაგისტრალთან დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22-08-2018

რუსთავში თბილისის ქუჩისა და თბილისი-წითელი ხიდისკენ მიმავალ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ,,ტექნომშენ ჯგუფის’’ წარმომადგენელს შეხვდა. 
შეხვედრის მიმდინარეობისას, მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტი გზის საფარის რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. 
ხელშეკრულების ღირებულება 210 908 ლარია, სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღეა და 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.