გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა გამოვყო სპორტის მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩატარდა

30-06-2023

კულტურის მიმართლებით შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წელი. წელსაც, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ „ევროპალიას" ვმასპინძლობთ, მასპინძელი ქვეყანა ვიქნებით. მე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში ჩასული, სადაც ვიზეიმეთ ერთად, გავხსენით, დავიწყეთ ამის, ასე ვთქვათ სტარტი მიეცა ამ მნიშვნელოვან ფესტივალს. ევროპალიაზე ჩვენი ქვეყანა წარსდგება ღირსეულად, წარმოვაჩენთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან უწყვეტ კულტურას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშნელოვანი იყო სხვა ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა საქართველოში.


„მე მინდა გამოვყო სპორტის მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენ თითქმის 300 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ, სრულად განახლდა, მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გათოვლიანების სისტემას, 6 ახალი ტრასა, 30 კილომეტრის მანძილზე დამონტაჟდა ეს გათოვლიანების სისტემა. და 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსნმა მიიღო მონაწილეობა. რაც კარგია და სასიხარულოა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, ჩასვა ჩვენი ქვეყანა თავისი წლის კალენდარში, ანუ ჩვენთან მუდმივად, ყოველ წელს იქნება სხვადასხვა შეჯიბრებები, ამიტომ ეს ძალიან მნიშლეოვანია და რაც მთავარია, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული ინვესტიცია აღმოჩნდა.


მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საამაყოდ ვმასპინძლობთ 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს. მე კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მინდა მივულოცო ჩენს საამაყო ფეხბურთელებს, ნიჭიერ, საამაყო სპორტსმენებს, დიდი გამარჯვებები და შაბათს ვუსურვო მორიგი გამარჯვება.


ამ მიმართულებით ჩვენ სრულად განვაახლეთ სტადიონები, მესხის სახელობის, ასევე ქუთაისში, დინამოს სტადიონზე განახლდა, 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ვფიქრობ რომ ესეც შედეგზე გათვლილი, გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება.


და ბოლოს მინდა კულტურის მიმართლებით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia – ამის თაობაზე გახსოვთ რომ თავიდან იყო, რომ გარკვეული კრიტიკა გამოითქვა, რომ რატომ აკეთებენ, მაშინ როცა თვითონ აკეთებდნენ გაუაზრებელ კონცერტებს. ჩვენ დავიწყეთ შემდეგნაირად: ბლექ სი არენამ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის ჩენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი, მაგრამ აქვე მინდა ახლა ჩაშლილად მოგახსენოთ: წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო და არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები რაც მიღებულია, დღეის მდგომარეობით, 17 მილიონი ლარი არის მიღებული შემოსავლების სახით, ამას გარდა 4.5 მილიონი ლარი არის სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს.


ეს იყო კონკრეტული, კარგად გააზრებული, გათვლილი პროგრამა. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიურპრიზს, მათ შორის 2024-შიც და საქართველო უნდა გახდეს მუდმივად აი ასეთი დონის, საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველაფერი, ყველა პირობა, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.
აი ეს გახლავთ ყველა ის ძირითადი მიღწევები, ამის თაობაზე თქვენ გამოგეგზავნათ დეტალური ანგარიში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.