ამის შესახებ გაბნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიზეზად გაბნიამ ის ფაქტი დაასახელა, რომელიც ჩხუბში მის მონაწილეობას ეხება.
„ყველას გსმენიათ ჩხუბზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. საჭიროდ ვთვლი ამაზე საუბარს. 5-კაციანი ჯგუფს დაძაბული საუბარი ჰქონდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი კაცი მშვიდად ადგა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე და უკნიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. ვალდებული ვარ გადავდგე იმის გამო, რომ ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალობას არანაირად არ უკავშირდება“,-განაცხადა გაბნიამ.
მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის.
ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენატად 2014 წლის 25 სექტემბერს დაინიშნა.