გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აქ პოზიცია არის შემდეგი, რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება

30-06-2023

თუ გამოძიების ფარგლებში დამტკიცდება, რომ ამა თუ იმ პირს ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რა თქმა უნდა , ის დაუკანონდება და არავინ არაფერს არ გაუჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,აქ პოზიცია არის შემდეგი რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება.


"გუდაურშიც იყო, სხვაგანაც იყო ეს პრობლემები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, მოვიკითხე აღნიშნული საკითხი, თუ კონკრეტულ გვარს და სახელს შემდეგ ჩამაწერინებთ, კონკრეტულად გავეცნობი, ათასობით საქმეა, ვიცი, პრკურატურას შემდეგი პოზიცია ჰქონდა ამ ათასობით საქმესთან დაკავშირებით რომ თუ გამოძიების ფარგლებში დამტკიცდება, რომ ამა თუ იმ პირს ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რა თქმა უნდა , ის დაუკანონდება და არავინ არაფერს არ გაუჩერებს,მაგრამ თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,აქ პოზიცია არის შემდეგი რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება. მე არ მინდა ზედმეტი ვთქვა,ეს პროკურატურის პრეროგატივაა,მაგრამ მე მგონი ასეთი პოლიტიკა აქვს შემუშავებული პროკურატურას, თუ კონკრეტულ გვარსა და სახელზეა საუბარი შეგიძლიათ დამიტოვოთ და მე შუამდგომლობით მივმართავ პროკურატურას, რომ განიხილოს მათი საკითხი,მაგრამ მიდგომა ასეთი იქნება, აბსოლუტურად ჰუმანური და სამართლიანი. ჩვენ არავის არ დავჩაგრავთ, არავის არაფერს არ წავართმევთ, პირიქით თუ ვინმეს რამე ეკუთვნის დავუკანონებთ, თუ არ ეკუთვნის ვთხოვთ რომ დააბრუნოს, რომ შემდეგ მოხდეს მშვიდობიანად მორიგება", - განაცხადა პრემიერმა.