გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა

30-06-2023

ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა და ეს არის მიუღებელი.


„რაც შეეხება ამ საკითხებს და კითხვას, რომელიც დამისვით. მე მარტივად აგიხსნით ჩემს პოზიციას, ჩემს აზრს, მოსაზრებას ამ საკითხებზე. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მოვერიდები, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავხსნათ დებატები ამ თემაზე ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი.


ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის თაობაზე - ბაღებში შევიდა ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს.
ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. ბატონო ალექსანდრე, მიუღებელია, არ შეიძლება, ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება.


ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტი დისკრიმინაციული კანონი. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როცა ვმუშაობდით ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შემუშავებაზე, ვალდებულებების შესრულებაზე, ერთ-ერთი ვალდებულება იყო სწორედ ამ კანონის მიღება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს თავი დაიხურა და მაშინვე გამოვედი მე ინიციატივით, გახსოვთ ალბათ, რომ პარალელურად მე გამოვედი ინიციატივით, რომ ჩვენი ინიციატივით ქორწინების დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო შემდგომი რისკი. აი მაგალითად თამარ კორძაია რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, მან შეიძლება მოითხოვოს, მოეთხოვა, ეს არასდროს არ მოხდება, ქორწინების დეფინიციის გაუქმება, ან ამ პროპაგანდის დაშვება სკოლებში ბაღებში. ახლა ისე განერვიულდა, რომ ალბათ ემხრობა ამ იდეას, ისე საინტერესოა მან განმარტოს, ემხრობა თუ არა ის - ემხრობით თუ არა ქალბატონო თამარ ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებში და სკოლებში? კითხვაზე პასუხი გამეცით.


მეორე თემა, მაშინ ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა და მადლობა ჩვენს პარლამენტს, ჩვენს გუნდს, რამდენიმე წლის შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა, ქორწინების დეფინიცია მოხდა.


ჩემი პოზიცია გითხარით, მე ასე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს, უნდა გაიხსნას დებატები ამ თემებზე, უნდა ღიად ვისაუბროთ საზოგადოებაში, უნდა იყოს ამ თემებზე საუბარი ღიად, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. მე ჩემი პოზიცია გითხარით როგორც მოქალაქის და მთავრობის მეთაურის პოზიცია, რომ მიუღებელი ჩემთვის ეს პროპაგანდა ბაღებში და სკოლებში. საგანგაშო ტენდენციაა, საფრანგეთის კვლევა დავასახელეთ, IPSOS საფრანგეთმა ჩაატარეს კვლევა. საფრანგეთში ახალგაზრდების 22% აცხადებს თავს ლგბტ-დ. ეს არის საგანგაშო ტენდენცია. თუ კითხვა დამისვით პასუხი გთხოვთ რო მიიღოთ. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.