გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ახალციხელობა 2023“

1-07-2023

„ახალციხელობა 2023“ საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა ახალციხის ციხეზე.

ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და მესხური კულინარიული სამზარეულოს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

დაჯილდოვდნენ ახალციხის საპატიო მოქალაქეები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები და სამხატვრო სკოლის პედაგოგები.

აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის 2023 წლის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ:

 

- ლევან წამალაიძეს - ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის "ჯეო ჰოსპიტალის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 

- სეროფ არუთუნიანს - ტექნიკოსი, აიტი სპეციალისტი;

 

- გიორგი ბუცხრიკიძეს - ეკონომიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი.

 

- გევორქ სარქისიანს- ვეტერანი სპორტსმენი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში;

 

- ჭიჭიკო გელაშვილს - ბიზნესმენი და მეცენატი;

 

- ვლადიმერ ზედგინიძეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 2016-2017 წლებში, სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ომის ვეტერანი;

 

- ნადეჟდა სოკოლოვას - ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ მეეზოვე.

მერიის სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 36-მა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტიპენდიატებს სერტიფიკატები გადასცეს, სწავლაში მიღწეული შედეგი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალშიც. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით სტიპენდია ჩაერიცხა.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროში შემოქმედებითი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის სამხატვრო სკოლის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ახალციხის სამხატვროს სკოლის 16-მა მოსწავლემ კონკურს-ფესტივალში “მომავლის ვარსკვლავები“ მიიღეს მონაწილეობა, მათგან შვიდი მოსწავლე საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო დანარჩენებს ლაურეატის წოდება მიენიჭათ.