გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში სამხრეთ კავკასიის რეგიონში თსუ კვლავ ლიდერია

1-07-2023

კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2024) თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი „801-850“ ადგილს იკავებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.


QS World University Rankings-ის ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგებში, მსოფლიო მასშტაბით, 104 ქვეყნიდან მხოლოდ 1500 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოდან ორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც წელს პირველად გაჩნდა რეიტინგების მოკლე სიაში  და „1400+“ ადილს იკავებს.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც საქართველოდან და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან QS World University Rankings-ის ბოლო გამოცემაში მოხვდა.


QS World University Rankings -  მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის  სისტემაა, რომელიც კვლევებს ყველა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით ატარებს. QS-ის რეიტინგების შედეგები, დაახლოებით, 17,5 მლნ აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის შესახებ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ახალი რეიტინგები განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზეა შემუშავებული და დამატებით, რეიტინგების დათვლის სამ ახალ ინდიკატორს, დასაქმების შედეგებს, მდგრადობასა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელს მოიცავს.