გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ მაისურაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: ბადრი ბასიშვილის ზარის შემდეგ დავუკავშირდი საკრებულოს აპარატის უფროსს, დეპუტატებს, მერიის სამსახურის უფროსებს, რომ მისულიყვნენ ადგილზე და გაერკვიათ რაში იყო საქმე - ადგილზე მისულებს დახვდათ სულ სხვა სურათი

1-07-2023

გუშინ, შუადღით დამიკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, შემდეგ დამალაპარაკა რეგიონის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი. ხაბეიშვილი იყო ჩამოსული და სხვა ლიდერები, რომლებიც ვერ გამოდიოდნენ გარეთ, იქნებ რაღაც გამერკვია, ვინ მოიყვანა ეს ხალხი და რომ გაგვეყვანა პერიმეტრიდან, - ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა.

 

მაისურაძის თქმით, ბასიშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ, ადგილზე მისულ მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს, განსხვავებული სურათი დახვდათ, ვინაიდან მათი მისამართით შეურაცხმყოფელი საუბარი ისმოდა.

 

როგორც კასპის მერი აღნიშნავს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად დაიძაბა სიტუაცია.

 

„ჩვენ არანაირად არ ვიყავით ჩართულები. ამ ზარის შემდეგ, მე გადავრეკე საკრებულოში, დავუკავშირდი საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დავურეკე დეპუტატებსაც, მერიის სამსახურის უფროსებსაც, მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი და ასულიყვნენ ადგილზე და გაერკვიათ თუ რაში იყო საქმე.

 

ეს ხალხი, ჩემი თხოვნით ავიდა იმ პერიოდში ვინც იმყოფებოდა ქალაქში, ავიდნენ დეპუტატებიც, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებიც იმ ტერიტორიაზე, მაგრამ დახვდათ სულ სხვა სურათი: შიგნიდან ლანძღვა-გინება ისმოდა, შეურაცხმყოფელი ინტერვიუებს იძლეოდნენ და ეს ამ ხალხს ესმოდა და გარედანაც იგივე რეაქცია იყო. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შექმნა პირიქით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაგეგმილმა პროვოკაციამ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.