გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: ელემენტარული პრინციპია, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს... როცა ეს პრინციპი დარღვეულია, ყოველთვის გვექნება რეაქცია

1-07-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრების მიწვევა და შემდეგ, თხოვნა არ მისვლის შესახებ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უპატივცემულობაა.

 

,,საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში.

 

 ჩემთვის ეს არის ელემენტარული და გამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც, ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი - პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. როდესაც ეს პრინციპი დარღვეულა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართაც, ყოველთვის გვქონდა და გვექნება რეაქცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.