1-07-2023
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების_ მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები,უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს;
მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, ხოლო ჯონი ოდიშვილს, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ;
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში, 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.