3-07-2023
ონმა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ,,მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლა.
ქალაქის ცენტრში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში დილიდან აქტიური სამზადისი მიმდინარეობდა, დამონტაჟდა საკონცერტო სცენა, მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
მუსიკალური საღამო ფერადი და მხიარული კარნავალის ფონზე საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.
ღონისძიება ნოდარიკო ხუციშვილის და ჯგუფი შერეკილების კონცერტით დასრულდა.
ონში გამართულ ,,მუსიკალურ საღამოს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.