გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

3-07-2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი ბრალდებული სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ.


სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ. 


ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ 20 000 ლარი მოითხოვეს. მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი - 12 000 ლარი აიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა. 


ორივე ბრალდებულს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.