გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რა ქონებას ფლობენ ახალი გუბერნატორები

23-08-2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ახალი გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად მათი ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია მოიძია.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.


თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად შალვა კერესელიძე ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე სახლს ქალაქ დუშეთში.


საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს „შაკოს” (ს/კ 229282736) მეწილე და დირექტორი, თუმცა მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. შალვა კერესელიძემ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დათმოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს



შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორი


შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.


შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში.


შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითების გარდა, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.


ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი


ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.


ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.


გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი


გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია „მაგთიკომში” მუშაობდა.


საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს „ჯეო ფრუტის” - დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:


• შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი” - 100%;


• შპს „ჯი ენ კა გრუპი” - 75%;


• შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი” - 50%;


• შპს „ვესტს ლოჯისტიკს”- 15%;


• შპს „გაზლენდი” - 100%;


• შპს „დეკერს ჯორჯია” - 20%;


• შპს „მაქსიმუმი” - 50%;


გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში. კანონმდებლობის თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღეში ვალდებულია გადადგეს „ჯეო ფრუტის” დირექტორობიდან3, წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.


შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორი


შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა.


საჯარო რეესტრის მონაცემების თანამხად, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში.


შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრე- ბის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში ხაშურში, არასაცხოვ- რებელი ფართი რუსთავში.


ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი


ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.


საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:


• შპს “ქაპ ჯორჯია” - 49% წილის მფლობელი და დირექტორი


• შპს “ფიმა ჯორჯია” - 50% წილის მფლობელი


• შპს “აერკომპანი” - 16.34% წილის მფლობელი


ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.


ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი


ზურაბ ნასარაია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით. ნასარაიამ 2016 წელს პარტიას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 6 000 ლარი შესწირა.


საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში.

"პია"